კორპუსის თანხა თავისით გროვდება

CloudHome აწყობს ამხანაგობის მართვის სრულ სისტემას: ლიფტისა და სადარბაზოს საბარათე დაშვება, კომუნალური გადასახადის ონლაინ გადახდა და გამჭვირვალე ანგარიში. თავმჯდომარე აღარ დადის კარდაკარ — სისტემა თვითონ ითვლის, ახსენებს და აგროვებს.

  • ბარათი ლიფტსა და კარზე
  • გადახდა TBC PAY-ითა და ბარათით
  • Android აპლიკაცია

ჩვენი სერვისები

კორპუსს სჭირდება არა ერთი პროგრამა, არამედ ერთი პასუხისმგებელი. ჩვენ ორივეს ვთავაზობთ.

აგროვებითი სისტემა

გეხმარებით სამეზობლოს თანხების აკუმულირებასა და გამჭვირვალე განკარგვაში.

ლიფტის საბარათე სისტემა

ლიფტების თანამედროვე, დაცული საბარათე სისტემით აღჭურვა და შემდგომი მომსახურება.

კარის საბარათე სისტემა

სადარბაზოს კარების თანამედროვე, დაცული საბარათე სისტემით აღჭურვა.

კარის სრული მოვლა

სადარბაზოს კარების ტექნიკური უზრუნველყოფა და გაუმართაობაზე რეაგირება.

დასუფთავება

ობიექტის ტერიტორიის გენერალური და გეგმიური დასუფთავება.

GSM შლაგბაუმი

ავტოსადგომის ბარიერის გაღება და დაკეტვა მობილურით.

GSM დომოფონი

უკაბელო დომოფონი — კარის გაღება მობილურით, სადენების გაყვანის გარეშე.

სამეთვალყურეო კამერები

კორპუსის მონიტორინგი ნებისმიერი ლოკაციიდან, ნებისმიერ დროს.

ბაღის მოვლა

პროფესიონალი მებაღის სერვისი და მწვანე საფარის მოვლა.

განათების მომსახურება

სანათების მონიტორინგი, შეცვლა და ხარვეზზე დროული რეაგირება.

წყლის ტუმბო

მუშაობის მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება გათიშვისას.

პერსონალური მენეჯერი

თქვენი კორპუსის მენეჯერი, რომელსაც პირდაპირ დაუკავშირდებით.

ხშირად დასმული კითხვები

თუ პასუხი ვერ იპოვეთ, დაგვირეკეთ — 599 127 000.

რამდენი ღირს CloudHome-ის მომსახურება?

სისტემის სააბონენტო თვეში 1 ₾-ია ერთ ბარათზე. დაშვების ბარათის (ჩიპის) ღირებულებაა 5 ₾. კორპუსის ტარიფს თავმჯდომარესთან ერთად განვსაზღვრავთ.

როგორ ვიხდი კომუნალურ გადასახადს?

სამი გზით: მობილური აპლიკაციიდან ბარათით, TBC PAY-ის აპარატებიდან აბონენტის კოდით, ან ვებგვერდიდან. თანხა ბალანსზე მყისვე აისახება.

რა ხდება, თუ დაშვების ბარათი დავკარგე?

დაგვიკავშირდით — დაკარგულ ბარათს დაუყოვნებლივ დავბლოკავთ და ახალს გამოგცემთ. ბალანსი და ისტორია ანგარიშზე რჩება.

შემიძლია სტუმარი შემოვუშვა?

დიახ. თითოეულ მაცხოვრებელს აქვს სტუმრის კოდი, რომელსაც კარის წამკითხველზე კრეფენ. შემოსვლა თქვენს ისტორიაში ჩანს.

როგორ დავიწყო ჩემს კორპუსში?

დაგვიკავშირდით. შევხვდებით, დავათვალიერებთ ობიექტს, გავაფორმებთ ხელშეკრულებას და დავამონტაჟებთ მოწყობილობებს.

რომელ ქალაქებში მუშაობთ?

სათაო ოფისი თბილისშია და ვმუშაობთ საქართველოს მასშტაბით. დაგვირეკეთ და შევათანხმებთ.

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან შეავსეთ ფორმა — დაგიკავშირდებით უმოკლეს ვადაში.

ელ.ფოსტა
ტელეფონი
შპს ვესტლაინი
ს/ნ 420426630
მისამართი
თბილისი

მოგვწერეთ შეტყობინება